COVID-19 - ბოლო ცნობები

რა შემთხვევაში დაუწესდება სანქციები ჩინეთს: აშშ-ის სენატში კანონპროექტი შევიდა

დოკუმენტის თანახმად, კონგრესმა ორი თვის განმავლობაში უნდა მიიღოს იმის მტკიცებულება, რომ ჩინეთმა სრული ანგარიში წარადგინა პანდემიის წარმოშობაზე და იმ ბაზრების დაკეტვაზე, საიდანაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო ვირუსი.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. აშშ-ის სენატში შეტანილია კანონპროექტი ჩინეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით კორონავირუსული ინფექციის გავრცელების გამო. 

სავაჭრო გარიგება ჩინეთთან და ინციდენტი ჟურნალისტთან: რა მოხდა ტრამპის პრესკონფერენციაზე

არსებული ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც სენატორმა ლინდსი გრემმა წარადგინა, პრეზიდენტ ტრამპს სთავაზობს სანქციების დაწესებას ჩინეთისთვის იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ამ დაავადების აფეთქებასთან დაკავშირებით სრულ ანგარიშს არ წარმოადგენს.

„დარწმუნებული ვარ, რომ არ ყოფილიყო ტყუილი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხრიდან, ვირუსი აქ, აშშ-ში არ იქნებოდა. ჩინეთი უარს ეუბნება საერთაშორისო საზოგადოებას უჰანის ლაბორატორიაში გამოძიების ჩატარებაზე. ისინი უარს ამბობენ იმის გამოძიებაზე, თუ როგორ დაიწყო აფეთქება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთი არასდროს ითანამშრომლებს არც ერთ სერიოზულ გამოძიებასთან, თუ არ აიძულეს“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.

გარდა ამისა, ლინდსი გრემი ასევე მოითხოვს ყველა იმ აქტივისტის გათავისუფლებას, რომლებიც ჰონკონგში დააკავეს პანდემიის დაწყების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მხარს უჭერს კიდევ რვა რესპუბლიკელი სენატორი.

დოკუმენტის თანახმად, კონგრესმა ორი თვის განმავლობაში უნდა მიიღოს იმის მტკიცებულება, რომ ჩინეთმა სრული ანგარიში წარადგინა პანდემიის წარმოშობაზე და იმ ბაზრების დაკეტვაზე, საიდანაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო ვირუსი. 

ჰაკერები და არატრადიციული სუბიექტები კვლევების მოპარვას ცდილობენ: აშშ ჩინეთს ადანაშაულებს

„ამ მტკიცებულების გარეშე პრეზიდენტს ექნება უფლება, დააწესოს ისეთი სანქციები, როგორებიცაა: აქტივების გაყინვა, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა, ვიზების გაწვევა, აშშ-ის საფინანსო ინსტიტუტებისთვის კრედიტების გაცემის აკრძალვა ჩინეთში არსებული ბიზნესებისთვის, ჩინური ფირმების ფასიანი ქაღალდების ამერიკულ ბირჟებზე განთავსების აკრძალვა“, — ნათქვამია გრემის განცხადებაში.

რა პერსპექტივა აქვა კანონპროექტს, ჯერჯერობით გაურკვეველია. დონალდ ტრამპი აკრიტიკებს ჩინეთს და საჯაროდ განიხილავს საკითხს - როგორ აიძულოს ქვეყანა, „გადაახდევინოს პანდემიის საფასური“. ამასთან, დემოკრატიული პარტია, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობაშია, მხარს არ უჭერს სანქციების დაწესებას ჩინეთისთვის ვირუსის გავრცელების გამო.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროქტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 262 799 ადამიანს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 291 981 და განიკურნა 1 493 661 კაცი.

კონკრეტულად შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 369 964 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 82 387 და განიკურნა 230 287 პაციენტი.