ყვითელი ამბები

ოლივია დედას სამზარეულოში ეხმარება - დედა-შვილმა ნამცხვრები გამოაცხო - ვიდეო

ოლივია გეიხმანი სოციალურ ქსელებში პოპულარობით დედას აღარ ჩამოუვარდება. ბოლო დროს სოციალურ ქსელში მომღერლის გვერდზე ძირითადად გოგონას უსაყვარლესი ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება.
Sputnik

ვირუსის პანდემიის გამო ვარსკვლავებმა გასტროლებზე უარი თქვეს და სახლში შვილებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ერთობიან. ოლივია გეიხმანმა ცოტა ხნის წინ მომღერალი დედის დახმარება სცადა. ოლივიამ სამზარეულოს დალაგება დაიწყო, მოგვიანებით კი დედასთან ერთად ვახშმის მომზადებას შეუდგა. ქეთა თოფურია, მისი პარტნიორი და ოლივია ერთად ქალაქგარეთ უზარმაზარ სახლში ცხოვრობენ. როგორც ჩანს, პატარა გოგონა მამინაცვალთან თავს კომფორტულად გრძნობს. ახლახან კი დედა-შვილმა „ინსტაგრამის“ ხელმომწერებისთვის ერთობლივად ნამცხვრები გამოაცხო.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სკანდალური ცხოვრებითაა ცნობილი. ამჟამად მთელი რუსეთის ყვითელი პრესა მის მესამე პარტნიორს განიხილავს. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.