ყვითელი ამბები

„კიდევ ჩაგვკეტავენ? ძალიან ვეჭვობ რაღაცებს...“ - ნუკი კოშკელიშვილი კორონავირუსზე

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ეჭვები აქვს, რომელსაც ვერ ხსნის.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ვერ ხვდება, რა შეიცვალა ქვეყანაში და რატომ არის ყველა გარეთ კორონავირუსის პანდემიისას.

როგორც კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოება ვირუსს შეეგუა და ხელისუფლებამაც, იმის გამო, რომ ეკონომიკურ ზარალს ვერ აუდის, გადაწყვიტა შეზღუდვები ნაწილობრივ მოეხსნა.

„რის თქმას ვცდილობ იცით? აი თუ კუბოებს ვერ დავითვლიდით ორი კვირის წინ, ახლა რა შეიცვალა, გეხვეწებით ამიხსენით ვისაც გაგეგებათ. და კიდევ, არის საშიშროება რომ ორ კვირაში ისეთი ამბავი აიწევა (როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოხდა) რომ ხელახლა ჩაგვკეტავენ? სულ მგონია, რომ რაღაც არ ვიცით, ძალიან ვეჭვობ რაღაცებს“, - წერს კოშკელიშვილი.

საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 372-ს მიაღწია. კორონავირუსი დადასტურებული აქვს 647 ადამიანს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4373, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 386 პაციენტია. გარდაიცვალა 11 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსისგან 372 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.