უკეთესი იქნება: ჟირინოვსკი დეპუტატების ორჯერ შემცირებას მოითხოვს

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჟირინოვსკიმ უკვე მიმართა მსგავსი წინადადებით რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინს და საკუთარი მოსაზრება სხდომათა დარბაზებში დეპუტატებს შორის აუცილებელი დისტანციით ახსნა.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით დეპუტატების რაოდენობის ორჯერ შემცირება ფულის დაზოგვასა და ადგილობრივ პარლამენტებში სოციალური დისტაციის დაცვას შეუწყობს ხელს, მიაჩნია რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ვლადიმირ ჟირინოვსკის.

დუმის დეპუტატმა შესაბამისი პოსტი საკუთარ Twitter-აკაუნტზე გამოაქვეყნა.

​მისი აზრით, არჩევნები ქვეყანაში ორ-სამ წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჟირინოვსკიმ უკვე მიმართა მსგავსი წინადადებით რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინს. დეპუტატმა საკუთარი მოსაზრება იმით ახსნა, რომ სხდომათა დარბაზებში დეპუტატებს შორის დაშორება სულ ცოტა ორი მეტრი მაინც უნდა იყოს. 

მისი თქმით, „ამით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, მხოლოდ უკეთესი იქნება“.