თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ქართველმა ექიმებმა კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი განკურნეს, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამჟამად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 372-ს მიაღწია. კორონავირუსი დადასტურებული აქვს 647 ადამიანს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4373, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 386 პაციენტია. გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.