ეზუგბაია: გუშინ ჩვენ კლინიკაში გამოჯანმრთელებული ექვსივე პაციენტი მოზარდია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
Sputnik
ეზუგბაია: გუშინ ჩვენ კლინიკაში გამოჯანმრთელებული ექვსივე პაციენტი მოზარდია
„ჩვენთან ამ ეტაპზე მკურნალობს 34 პაციენტი. გუშინ ჩვენთან გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი. საინტერესოა, რომ ექვსივე მათგანი მოზარდია. მათ კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დატოვეს. ჯამში ჩვენთან სულ 97 პაციენტია გამოჯანმრთელებული 136-დან“, - ამბობს მარინა ეზუგბაია.

მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები განაგრძობენ მკურნალობას.