სართიჭალაში მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახებას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზევე დაიღუპნენ ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინფორუსთავი“

რუსთავში ავარიას 23 წლის მორაგბე ემსხვერპლა

შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, ადგილზევე დაიღუპნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მინდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.