იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტომასალაში, როგორ ანახლებს მუშაობას საქართველოში მცირე ბიზნესი, რომლის ფუნქციონირებაც გაზაფხულზე მკაცრი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესების გამო შეჩერდა.
ხელისუფლება იძულებული გახდა დროებით დაეწესებინა მკაცრი ზომები, რათა გამოერიცხა ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების რისკი და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება.
ამ დროისათვის საქართველოს წამყვანი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანამ COVID-19-ის გავრცელების პიკი გადაიარა.