თბილისი, 12 მაისი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
მამაკაცს გორაკიდან ფეხი დაუცდა, კლდიდან ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მცენარეების შესაგროვებლად იყო წასული და შემთხვევის დროს მარტო იმყოფებოდა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ნიკა ლატარია