თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ გუანჩჟოუში ძალიან უცნაური შემთხვევის გამოძიება დაიწყო, რომელიც ჰუმენის ხიდზე მომხდარ ამოუხსნელ მოვლენას უკავშირდება.
თვითმხილველი მძღოლების თქმით, რომლებმაც შემთხვევა ვიდეოკამერაზე აღბეჭდეს, ხიდმა მოულოდნელად დაიწყო ვიბრაცია, თანაც საკმაოდ ძლიერად.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ხიდი სასწრაფოდ გადაკეტა და გამოძიებაც მაშინვე დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ჰუმენის ხიდი სიგრძით 16 კილომეტრია და ექვს სამოძრაო ზოლს მოიცავს. გამომდინარე აქედან, იქ მოძრაობა ყოველთვის დიდია.
ხიდების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელის გე იაოცზიუნის აზრით, კონსტრუქციამ რყევა შესაძლოა რემონტის დროს დაყენებული საავარიო ბარიერების გამო დაიწყო, რადგან წონასწორობა დაირღვა.
საინტერესოა, რომ ბარიერები ჯერ კიდევ 5 მაისს აიღეს, თუმცა ხიდი ვიბრაციას არ წყვეტს. ექსპერტების დასკვნით, ეს ინერციით ხდება და სიტუაცია მალე დასტაბილურდება.