უკრაინიდან გამოწვეული საქართველოს ელჩი კარანტინშია

ელჩი თბილისში მინსკიდან ჩამოფრინდა, სადაც კიევიდან ავტომობილით ჩავიდა და პროტოკოლის მიხედვით ვალდებულია ორკვირიანი კარანტინი გაიაროს
Sputnik

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ორკვირიან სავალდებულო კარანტინშია, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობეს.

სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადის ყველა მოქალაქე, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნებიდან ჩამოდის. ასეთი წესი კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ ამოქმედდა.

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილის დანიშვნას ინანებს

უწყების მონაცემებით, ელჩი თბილისში მინსკიდან ჩამოფრინდა, სადაც კიევიდან ავტომობილით ჩავიდა.

„ელჩი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. როგორც ყველა მგზავრი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოდის, ის ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის“, - განაცხადეს უწყებაში.

საქართველოს ხელისუფლებამ 8 მაისს თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ეს უკავშირდება იმას, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 7 მაისს გამოსცა.