COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი კორონავირუსით დაინფიცირდა

პრეზიდენტის პრეს-მდივანი პირველი მაღალჩინოსანი არაა რუსეთში, ვისაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი COVID-19-ით დაავადდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

კრემლის წარმომადგენელმა სააგენტოს აცნობა, რომ პესკოვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პრეს-მდივანი პირველი მაღალჩინოსანი არაა რუსეთში, ვისაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. 30 აპრილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა  ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ ტესტმა დაავადებაზე დადებითი პასუხი აჩვენა. 

გარდა ამისა, COVID-19 გამოუვლინდათ მშენებლობის მინისტრს ვლადიმირ იაკუშევსა და კულტურის მინისტრს ოლგა ლიუბიმოვას.