მსოფლიო დღეს

თურქეთი ტურისტების მისაღებად მზადაა: ამუშავდა ჯანმრთელი ტურიზმის სერტიფიკაციის პროგრამა

პროგრამა „ჯანმრთელი ტურიზმის სერტიფიკაცია“ მოიცავს ტრანსპორტირების, ცხოვრების, ტურისტული სფეროს მუშაკებისა და სტუმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების ღონისძიებათა ფართო სპექტრს.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. თურქეთი, იწყებს რა პროგრამა „ჯანმრთელი ტურიზმის სერტიფიკაციას“, არ აპირებს ჩაკეტოს საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის, განაცხადა ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ. 

ტურიზმის პერსპექტივები საქართველოში: ხელისუფლების გლობალური გეგმები

პროგრამა „ჯანმრთელი ტურიზმის სერტიფიკაცია“ მოიცავს ტრანსპორტირების, ცხოვრების, ტურისტული სფეროს მუშაკებისა და სტუმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების ღონისძიებათა ფართო სპექტრს.  

„ჩვენ ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით, რათა ჩვენმა მოქალქეებმაც და სტუმრებმაც კომფორტულად იგრძნონ თავი. არსებობს ანდაზა თურქი ხალხის სტუმართმოყვარეობაზე: „კარს ბოქლომით არ ვკეტავთ“. ჩვენ ყოველთვის ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ და კვლავაც მასზე დაყრდნობით ვიმოქმედებთ“, — განაცხადა მინისტრმა.

ერსოის თქმით, სერტიფიცირებისა და მეცნიერულად დასაბუთებული პანდემიური პროტოკოლების შექმნა უკვე დასრულებულია, რომლებიც ინდივიდუალურად დამუშავდა საერთაშორისო აეროპორტების, შიდა ავიახაზების, ავტომაგისტრალებისა და ტურისტული ობიექტების მიმართ.

რაც შეეხება სასტუმროების სერტიფიცირებას, ეს პროცესი მაისში დაიწყება.