ყვითელი ამბები

„როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იღება“ - შორენა ბეგაშვილს მისი სიმაღლის თაიგული აჩუქეს

სექს-სიმბოლო ბიზნესმენ ქმარს რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად დაშორდა. ამის შესახებ თავად მსახიობმა საკუთარ გვერდზე დაწერა. ახლა შორენას სახლს უზარმაზარი საგაზაფხულო თაიგული ამშვენებს. ვინ აჩუქა მსახიობს თაიგული, რომლის ზომაც გაგაოცებთ...
Sputnik

ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობითა და აქტიურობით გამოირჩევა. მისი ცხოვრებით დაინტერესებულები Instagram-სა და Facebook-ს ხშირად ამოწმებენ. შორენა, თავის მხრივ, მაქსიმალურად ცდილობს ახლოს იყოს თაყვანისმცემლებთან და ნორმის ფარგლებში ცხოვრების დეტალებს უზიარებს. ბეგაშვილი და მისი ოჯახის წევრები დიდ ყურადღებას იქცევენ. მისი შეყვარებული, ქალიშვილი, სამეგობრო წრე და შორენას პირადი ინტერესები ბევრ კითხვას ბადებს.

მსახიობი „რუსთავი 2"-ზე ახალი გადაცემით დაბრუნდება. ახლა ბევრ თაყვანისმცემელს გადაცემის დაწყების ზუსტი თარიღი აინტერესებს, რომლის ანონსი უკვე მზად არის. სუპერვარსკვლავს დამაინტრიგებელი განცხადებები არ უყვარს, საკმარისია რაიმე სკანდალური ფოტო გამოაქვეყნოს, საზოგადოება შორენას გარშემო ხმაურს არ წყვეტს. ამჯერად ცნობილმა სახემ მშვენიერი თაიგულის ფოტო გამოაქვეყნა.

აღნიშნული თაიგული სადარბაზოში სამმა მამაკაცმა შემოიტანა. უზარმაზარი ყვავილების და ყუთის ზომა გაგაკვირვებთ. შორენა ბეგაშვილს ბოლო პერიოდის მანძილზე, განსაკუთრებით, თვითიზოლაციის პირობებში ანებივრებენ. ნახეთ, როგორ გამოიყურება ვარსკვლავის შოკის მომგვრელი საჩუქარი, რომელიც მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

სავარაუდოდ, თაიგული შორენას ახალმა თაყვანისმცემელმა უსახსოვრა. შორენამ ფოტოს დააწერა „როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იღება“. სექს-სიმბოლო შეყვარებულია, თუმცა ახალ პარტნიორს საგულდაგულოდ მალავს.