ყვითელი ამბები

ხატია სიჭინავამ ვაჟი გააჩინა - ტელეწამყვანი უსაყვარლეს ფოტოებს აქვეყნებს

ყოფილი ტელეწამყვანი აქამდე სამი ქალიშვილის დედა იყო, ახლახან კი მეოთხე - ვაჟი შეეძინა. ნახეთ უსაყვარლესი მიქაელის ფოტოები.
Sputnik

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ნანატრი ბიჭის მშობლები გახდნენ. პატარა „ჯანმრთელობის სახლში“ საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა სამყაროს. როგორც ხატიას „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოდან ირკვევა, ახალშობილს წყვილმა მიქაელ-გიორგი დაარქვა.

რამაზ ნოზაძეს საგანგებო მდგომარეობის გამო შვილთან სამშობიაროში არ უშვებდნენ, ახლა კი, როგორც გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, ის სახლშია თავის დიდ ოჯახთან ერთად.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე აქამდე სამი ქალიშვილის მშობლები იყვნენ. ხატიას და რამაზს ქალიშვილების აღზრდაში ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს. ხატია საკუთარი ორსულობის ამბავს დიდხანს არ ამხელდა, თუმცა ბოლოს სოციალურ ქსელებში მუცელს აღარ მალავდა. ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.