თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ნუდისტურ პლაჟებზე გარუჯვის მოყვარულებს კვალავაც შეუძლიათ შიშვლები მიეფიცხნენ მზეს, მაგრამ აუცილებელია ეკეთოთ სამედიცინო ნიღბები, ნათქვამია ჩეხეთის ქალაქ ლაზნი–ბოგდანეცის პოლიციის განცხადებაში, რის შესახაბაც წერს მსოფლიო მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის პოლიციამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ადგილობრივებმა მათ საჩივრით მიმართეს, რომ პლაჟებზე ბევრი ადამიანი იყრის თავს ნიღბების გარეშე.
„გვესმის, რომ ბევრს არ აქვს სახლის წინ ბაღი და მათ სუფთა ჰაერით სუნთქვა ბუნებაში უწევთ. მაგრამ თუ გვსურს, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას, ყველამ უნდა შევასრულოთ ხელისუფლების მიერ დაწესებული ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ მოხდება“, — ხაზგასმულია განცხადებაში.
როგორც ირკვევა, პოლიციის მიმართვამ შედეგი ნაწილობრივ გამოიღო. პლაჟის განმეორებით შემოწმების დროს სამართალდამცველებმა დააფიქსირეს, რომ 150 შიშველი დამსვენებლიდან მხოლოდ ნახევარს არ ეკეთა ნიღაბი.