ყვითელი ამბები

კორონა და კარანტინი - ასე ერთობიან სასაცილოდ ჩაცმული მატილდა გვარლიანი და მისი შიშველი ძმა

მატილდა გვარლიანი ძმასთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება თვითიზოლაციაში მყოფი და-ძმა.
Sputnik

თბილისის, ბაქოს, პარიზის, მილანის, მიუნხენის წამყვანი სამოდელო სახლები და ქართველი თინეიჯერი გოგონა, რომელსაც დიდ მომავალს მოდის დიდი კრიტიკოსები რამდენიმე წელია უწინასწარმეტყველებენ. მისი და მისი ძმის დავით გვარლიანის საუცხოო გარეგნობა სოციალურ ქსელს იპყრობს.

მატილდა გვარლიანი 17 წლის არის და უკვე ხუთ სამოდელო სახლთან თანამშრომლობს. თანამედროვე ქართული მოდის ახალი სახე გამორჩეულია სილამაზით, შარმითა და მომხიბლავი ღიმილით. შეუძლებელია მატილდა გვარლიანის მშვენება ადამიანის ყურადღების მიღმა დარჩეს. მის სილამაზეს ხშირად იტალიურს ადარებენ და აღნიშნავენ, რომ ის მონიკა ბელუჩის ქალიშვილებს ჰგავს.

მატილდა 15 წლამდე მხოლოდ ფოტოსესიებში მონაწილეობდა. ოფიციალური სამოდელო კარიერის დაწყება მომავალ მოდელს 16 წლიდან შეუძლია. გერმანიასა და ესპანეთში გამგზავრების შემდეგ მოწვევა მილანის, პარიზის და ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტოებიდან მიიღო. ხშირად აღნიშნავენ, რომ მატილდას იტალიური სილამაზე აქვს და გოგონა აღფრთოვანებას იწვევს.

წაბლისფერი ტალღოვანი თმა, კბილებს შუა ნაპრალი, თაფლისფერი თვალები – ერთი შეხედვით, ბანალური დეტალებია, მაგრამ მატილდა გვარლიანს სუპერმოდელად მოიხსენიებენ. გოგონა ძმასთან ერთად სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება. მათი ერთად გამოჩენა უამრად დადებით ემოციას იწვევს. ასეთია მათი საერთო ვიდეო, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გადაიღეს. ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მატილდა გვარლიანის ძმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარტო ბიჭს უყურებენ. ნახევრად შიშველი ბიჭი თანატოლ გოგონებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.