COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19-ით ლეტალობა რუსეთში 7,4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოში

ბოლო მონაცემებით, რუსეთში პანდემიის დასაწყისიდან COVID-19-ის 221 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ლეტალობით 2 ათასზე მეტი დასრულდა
Sputnik

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. რუსეთში COVID-19-ით ლეტალობა საშუალოდ 7,4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მთლიანობაში მსოფლიოში, განაცხადა რუსეთის ვიცეპრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ.

„მინდა ასევე აღვნიშნო, რომ 25-დან ინფიცირებულთა სტრუქტურაში პნევმონიის ხვედრითი წონის 20,6%-მდე შემცირება, ინფიცირებიდან ჰოსპიტალიზაციამდე პერიოდის პრაქტიკულად ცხრაჯერ შემცირება, ასევე ზრდის ტემპების - როგორც უკვე ვთქვი, 2,6-ჯერ - შემცირება - განაპირობებს რუსეთის ფედერაციაში ლეტალობის საკმაოდ დაბალ მაჩვენებელს, რომელიც 7,4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მთლიანობაში მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა გოლიკოვამ ქვეყანაში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე.

რუსეთის პრეზიდენტი: ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების დამუხრუჭება მოხერხდა

ამასთან, დასძინა, რომ ამით თავის დამშვიდება არ ღირს და აუცილებელია სწრაფვა იმისკენ, რათა აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ უფრო შემცირდეს.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში, 85-ვე რეგიონში, კორონავირუსის 221 344 შემთხვევაა დარეგისტრირებული. პანდემიის დასაწყისიდან რუსეთში  2 009 ლეტალური შედეგი დაფიქსირდა, 39 801 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვში გამოვლინდა - ვირუსით 115 909 ადამიანი დაინფიცირდა.

ამგვარად, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ფედერალური და ადგილობრივი მთავრობების, ასევე მასმედიისა და ცალკეული სახელმწიფოების სხვა წყაროების ერთობლივი მონაცემებით, რუსეთი ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში აშშ-ისა (1,32 მლნ) და ესპანეთის (224 350) შემდეგ მესამე ადგილზეა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 4,10 მილიონს გადააჭარბა, ლეტალობამ - 282,7 ათასს.