COVID-19 - ბოლო ცნობები

შეზღუდვები, რომლებიც საქართველოში 11 მაისიდან მოიხსნება

რიგი შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. 11 მაისიდან ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ეტაპზე გადადის:

კერძოდ, ორშაბათიდან:

- თბილისში მოძრაობა სრულად აღდგება, შესვლა–გამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება;

- აღდგება ყველა ტიპის წარმოება;

- მუშაობას განაახლებენ საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომელთაც აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან (არ ვრცელდება სავაჭრო ცენტრებზე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებზე); 

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

- ფუნქციონირებას იწყებს რეკრეაციული ზონები;

- იხსნება ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები;

- ხელმისაწვდომი იქნება საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის გარემონტება.

ამასთან, კომპანიებმა მკაცრად უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 14 მაისიდან ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან – მარნეულში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდა.  შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.  

შეზღუდვები, რომლებიც საქართველოში 11 მაისიდან მოიხსნება