COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 11-ს მიაღწია

81 წლის პაციენტი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა და კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 81 წლის პაციენტი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა და კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 317 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4769, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 414 პაციენტია.