„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 11 მაისს

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 11 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 10:30 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ბერძენიშვილის და კავსაძის ქუჩების მაცხოვრებლებს

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.