მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებსა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
Sputnik
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს უკავშირდება
„სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა არის თეთრიწყარო და არის საკარანტინო სივრციდან. ჩვენთან მოთავსდა გუშინ, დილით ორი პაციენტი. ესენი ალბათ არა ამ სამიდან, წინა ცხრიდან არიან. ორი პაციენტი დაგვემატა. ორივე თეთრიწყაროდან არის, ორივე საკარანტინო სივრციდან. ახალი დადასტურებული სამი შემთხვევაა და სულ გვყავს 638 პაციენტი, გამოჯანმრთელებაც გაიზარდა - რვა დაგვემატა და ამ ეტაპზე არის  317. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, დღეისთვის 311 პაციენტი მკურნალობს კოვიდ-ცენტრებში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კონკრეტულად ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი იმყოფება.