როგორ ემზადება თბილისის ახალი ზოოპარკი პანდემიის დასასრულისთვის - ფოტო

Sputnik

თბილისის ზოოპარკი ვერეს ხეობაში 1927 წელს გაშენდა, 2015 წელს დამანგრეველი წყალდიდობის გამო მისი დიდი ნაწილი სრულად განადგურდა. ტრაგედიის შემდეგ ზოოლოგიური პარკის ლოკაციის შეცვლა გადაწყდა - ამისათვის თბილისის ზღვაზე შეირჩა დიდი ტერიტორია.

ახლა აქ უკვე გადმოყვანილია მტაცებლების დიდი ნაწილი - დათვები, ლომები, მგლები და სხვა ცხოველები. ამ მომენტისთვის თბილისის ზოოპარკს ორი მისამართი აქვს: ძველი - გმირთა მოედანზე, ახალი კი - თბილისის ზღვაზე. ამ ეტაპზე ზოოპარკი კორონავირუსის პანდემიის გამო სტუმრებს არ იღებს.

თბილისის ზოოპარკი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას, ცხოველები იზრდებიან და ემზადებიან პანდემიის დასასრულისთვის, რათა კვლავ შეძლონ ადამიანებთან შეხვედრა და მათი მასპინძლობა.

1 / 20
ასე გამოიყურება ცხოველების ახალი სახლი ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან. აქ ისინი ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად ახლოს იქნებიან
2 / 20
პირველ რიგში ზოოპარკში მოეწყო მტაცებლების ვოლიერები
3 / 20
ახალ ზოოლოგიურ პარკში ზოგ ვოლიერში სხვადასხვა მტაცებლები ერთად ცხოვრობენ
4 / 20
ცხოველები ერთმანეთთან მეგობრულები არიან, ამიტომ საკვებისათვის ერთმანეთს არ ერჩიან
5 / 20
თუმცა, ხანდახან, ერთად მცხოვრები დათვები და მგლები დიდი ნაჭრისთვის მაინც იბრძვიან
6 / 20
თუმცა ისინი მალევე უგებენ ერთმანეთს. საბოლოოდ, არავინ რჩება საკვების გარეშე: ადრე თუ გვიან ყველა მიიღებს თავის წილს
7 / 20
აფრიკული ლომები მოთმინების უნარით გამოირჩევიან. ეს მტაცებლები სიმტკიცისა და გონიერების მაგალითი არიან. არავითარი სტრესი, მხოლოდ ჰარმონია და სიმშვიდე
8 / 20
ლომები, ცხოველთა მეფეები, თბილისის ზოოპარკის სიამაყე არიან, თუმცა მათი რაოდენობა ცოტაა
9 / 20
ლემურების საკვები უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მიაქვთ. ნიღბისა და კარგის განწყობის გარეშე აქ არავინ მოდის
10 / 20
იცოდით, რომ ლემურები მხოლოდ კომოროს კუნძულებზე და მადაგასკარზე ბინადრობენ? მათ სხვაგან ვერსად ნახავთ
11 / 20
თბილისელი ლამები მოთმინებით ელოდებიან თივას. ცნობისთვის, ლამები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლით ადრე ინდიელებმა მოიშინაურეს
12 / 20
გარეულ ცხენებთან ურთიერთობა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ყოველთვის საჭიროა ყურადღებით ყოფნა, რადგან ისინი აგრესიული ხასიათით გამოირჩევიან
13 / 20
სამაგიეროდ მოფერება უყვართ კვიცებს. სხვათაშორის, ბოლო გამყინვარების პერიოდის მიწურულს, 10 000 წლის წინ ევროპაში, ასევე ჩრდილოეთ და ცენტრალურ აზიაში მილიონობით ასეთი გარეული ცხენი ბინადრობდა
14 / 20
ირმები - ეს არის ჩლიქოსანი ძუძუმწოვრების ოჯახი, რომელიც 51 ჯიშისგან შედგება. როგორც ჩანს, თბილისის ზოოპარკში ყველაზე ლამაზი ჯიშის ირმები ბინადრობენ
15 / 20
საინტერესო ინფორმაცია: ირმები რქებს იცვლიან ყოველ წელს, რის შემდეგაც ახალი ამოსდით. თბილისის ზოოპარკში ეს კარგად იციან, რადგან მათთან კონტაქტი, თითქმის ტელეპატიურ დონეზე აქვთ განვითარებული
16 / 20
ირმების გაწვრთნა საკმაოდ ადვილია, ისინი ძალიან დამჯერენი არიან. ამიტომ მათთან პრობლემები ნაკლებია, ვიდრე სხვა ცხოველებთან
17 / 20
ფარშევანგები მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ფრინველებად მიიჩნევიან მათი ფერადი და დიდი კუდის გამო, რომელიც მარაოს წააგავს
18 / 20
ფარშევანგების თეთრი შეფერილობა საკმაოდ დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, 1823 წელს ეს უკვე ცნობილი ფაქტი იყო. ეს ჭეშმარიტად მომაჯადოებელი სილამაზეა
19 / 20
ფრინველები პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული რისკის ჯგუფი არიან. მათი სწორი მოვლა აუცილებელია როგორც ზოოპარკის ბინადრებისათვის, ასევე მისი თანამშრომლებისათვის
20 / 20
ზოოპარკის ტერარიუმი ნამდვილი ეგზოტიკაა. აქ ყოფნა ერთდროულად შემაძრწუნებელი და საინტერესოა. მალე ამ ყველაფრის ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. მთავარია დასრულდეს პანდემია და ცხოვრება ჩვეულ რითმს დაუბრუნდეს