ძლიერი წვიმა და წყალდიდობა: კახეთში ოცამდე სოფელი დაიტბორა — ვიდეო

სეტყვამ და კოკისპირულმა წვიმებმა კახეთს პრობლემები შეუქმნა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, სოფლის შიდა გზები.
Sputnik

გადაუღებელმა წვიმებმა განსაკუთრებით ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა.

სეტყვამ გაანადგურა 150 ჰექტარზე გაშენებული ერთწლიანი კულტურები, ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარეებმა ათობით სახლი დატბორა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.