COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა რუსეთში 200 ათასს აჭარბებს

ერთ დღე-ღამეში რუსეთში 88 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 2 ათასს მიუახლოვდა
Sputnik

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა რუსეთში 209 ათასამდე გაიზარდა, ერთ დღე-ღამეში გამოვლენილია 11 012 ახალი შემთხვევა, ნათქვამია პორტალზე стопкоронавирус.рф.

ბოლო დადასტურებული შემთხვევების 46%-ში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიასა და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 10 მაისისთვის

დაფიქსირებულია 88 ლეტალური გამოსავალი, COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 2 ათასს მიუახლოვდა.

ბოლო 24 საათში 2390 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 34 ათასს აჭარბებს.

„როსპოტრებნადზორის“ მონაცემებით, ერთ დღე-ღამეში 200 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა (მთლიანობაში - 5,4 მილიონი).