ვეტერანები იზოლაციაში, პრეზიდენტები ნიღბებით: გამარჯვების დღე მეზობელ ქვეყნებში - ფოტო

Sputnik

 დიდ სამამულო ომში დაცემული გმირებისათვის პატივის მიგებას ხელი ვერ შეუშალა ვერც კორონავირუსმა და ვერც უამინდობამ. ასობით მონუმენტი დილიდან ყვავილებით შეიმკო. ხოლო სახელმწიფოების პირველი პირები და რიგითი მოქალაქეები ვეტერანებს სიმამაცისათვის მადლობას უხდიდნენ.

როგორ აღნიშნეს გამარჯვების დღე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კარანტინის პირობებში - იხილეთ ჩვენს ფოტოლენტაში.

1 / 11
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი სამამულო ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო ვაკის პარკში
2 / 11
პრეზიდენტი ილხამ ალიევი და პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი აზი ასლანოვის საფლავთან
3 / 11
შეიარაღებული ძალების ვეტერანებმა ყვავილები მიიტანეს გროდნოში, ბელარუსი
4 / 11
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა ყვავილები მიიტანა გამარჯვების პარკში მარადიულ ცეცხლთან, ერევანი
5 / 11
„უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორი ლატვიაში მარგარიტა დრაგილე გამათავისუფლებელთა ძეგლთან ბებიის პორტრეტით ხელში
6 / 11
გამარჯვების მოედანზე ბიშკეკში გაიმართა ქვეყნის პირველი პირების მონაწილეობით გაიმართა მიტინგი-რექვიემი, ყირგიზეთი
7 / 11
ლიეტუვაში, მიუხედავად კარანტინისა, დედაქალაქის მოსახლეობა საბჭოთა მეომრების მემორიალთან მივიდა და მათ გმირობას პატივი მიაგო
8 / 11
„შერპენის პლაცდარმის“ მემორიალზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც წითელი არმიის 45 მეომარი გადაასვენეს. ცერემონიაში მონაწილდეობა მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი
9 / 11
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყვავილები მიიტანა გმირი ქალაქების ხეივანში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან
10 / 11
ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა და პარლამენტის ზედა პალატის ხელმძღვანელმა, დუშანბეს მერმა რუსტამ ემომალიმ გვირგვინებით შეამკეს „გამარჯვების ბაღი“ დუშანბეში
11 / 11
უზბეკეთის პრეზიდენმა შავკატ მირზიოევმა ვეტერანებს გამარჯვების პარკში ვეტერანებს დღესასწაული მიულოცა