ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 11 მაისიდან ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გააშენეს, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის — დადიანების სასახლის დეკორატიული ბაღის გაგრძელებაა.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს, აღნიშნულია ზუგიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 11 მაისიდან ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს

მერიის ცნობით, გადაწყვეტილება შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიიღეს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 11 მაისიდან ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს

„მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ქალაქის სავიზიტო ბარათი და ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შიდა ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 11 მაისიდან ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს

ზუგდიდის რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღი გასული წლის დეკემბერში გაიხსნა. ბაღის რეაბილიტაცია გასული წლის იანვარში დაიწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ბაღში ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებდა.