მარნეულში ახალ კორონავირუსზე მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს
© Sputnik
„გუშინ დამატებით აღებულია კიდევ 437 ანალიზი, მათგან ამ ეტაპისთვის ვიცით რომ 90 პროცენტის პასუხი უარყოფითია, თუმცა მოსახლეობის ლაბორატორიული კვლევა ახალ კორონავირუსზე გრძელდება და საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა ავიდეთ დაახლოებით 1500 ადამიანზე, რაც გვნახებს რეალურ სიტუაციას“ - აღნიშნა ზაურ დარგალმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 22 მარტიდან მოქმედებს. რაიონი კარანტინზე მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალმა კორონავირუსით დაინფიცირების წყარო ვერ დაასახელა.