COVID-19 - ბოლო ცნობები

დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი მხოლოდ 3 ადამიანს დაუდგინდა

გამოჯანმრთელდა 297 ადამიანი, გარდაიცვალა – 10, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 459 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

გამოჯანმრთელდა 297 ადამიანი, გარდაიცვალა – 10, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 459 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან  სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.