საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ - 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალური არასამუშაო დღეა.
წელს, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გაუქმდა.
გამარჯვების დღეს, 9 მაისს, თბილისში, როგორც წესი, ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან და ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავენ.
21 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო მოქმედებს საგანგებო რეჟიმი და შემოღებულია მრავალი შეზღუდვა, მათ შორის სამ ადამიანზე მეტის ერთად შეკრება.