მარადიული ხსოვნა! – სამამულო ომის ვეტერანები, რომლებმაც წელს დაგვტოვეს...

სამამულო ომის ვეტერანების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. ვუკავშირდებით მათ, რამდენიმე ჩვენს ზარს არ პასუხობს, ზოგ შემთხვევაში კი მათი ნათესავები გვპასუხობენ და სამწუხარო ამბავს გვატყობინებენ.
Sputnik

 „აი, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და შეიძლება სწორედ ამ წუთებში სხვა ვეტერანებიც ამ ცხოვრებიდან მიდიან. მათი რაოდენობა სულ მცირდება“, – განაცხადა ერთ–ერთი ვეტერანის ნათესავმა, რომელიც სულ ახლახანს დაიღუპა.

წელს გამარჯვების დღეს 371 ვეტერანი ხვდება. ბევრი მათგანი ჯანმრთელობისა და ხანდაზმული ასაკის გამო სახლიდან ვერ გამოდის. ბევრს კი უჭირს იმ დროის გახსენება... 

დღესასწაული თქვენთანაც მოვა: პუტინმა ქართველ ვეტერანს წერილი გამოუგზავნა

თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ომმა ნაკლებად გატეხა, მათ ყველაფერი დეტალებში ახსოვდათ და საკუთარ ისტორიებს უზიარებდნენ მათ, ვისაც ომის პერიოდის მძიმე დღეების შესახებ ყველაფერი აინტერესებდათ.

9 მაისის დღესთან დაკავშირებით „Sputnik საქართველო“ იმ გმირებს იხსენებს, რომლებიც ჩვენს კორესპონდენტებს მოუთხრობდნენ ომის დროინდელ დაუვიწყარ ისტორიებს. ისინი წლევანდელ 9 მაისს ვეღარ ხვდებიან და ჩვენ მათი გახსენება გადავწყვიტეთ.

ნიკოლოზ ჭარაშვილი 

როდესაც ომის ვეტერანთან შეხვედრა შედგა, პირველი შთაბეჭდილება ისეთი იყო, რომ მას ვერაფერი გატეხდა და დაამარცხებდა. 95 წლის ვეტერანი იმედიანად და მედგრად გამოიყურებოდა – რიგითი ოფიცრიდან ასეულის მეთაური გახდა. 

მარადიული ხსოვნა! – სამამულო ომის ვეტერანები, რომლებმაც წელს დაგვტოვეს...

მონაწილეობას იღებდა სტალინგრადიდან ბერლინამდე ბრძოლებში. ჭარაშვილი 977 დღე იბრძოდა სტალინგრადის, ბრიანსკის, უკრაინის, ბალტიისპირეთისა და ბელარუსის ფრონტებზე... ვარშავის, რიგის, სოხაჩევის, ლოვიჩისა და სხვა ქალაქების აღებისას საუკეთესო ბრძოლისთვის სტალინის ბრძანებით რამდენჯერმე მადლობის სიგელი მიიღო. 

მარადიული ხსოვნა! – სამამულო ომის ვეტერანები, რომლებმაც წელს დაგვტოვეს...

ჭარაშვილი არამარტო იბრძოდა ფრონტზე, არამედ უზბეკებს, ყირგიზებსა და ტაჯიკებს რუსულ ენას ასწავლიდა.

ომის შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა. თბილისში კი 1955 წელს დაბრუნდა. ცხოვრების ბოლო პერიოდი მარტოობაში გაატარა.

დავით ჯიშკარიანი

დავით ჯიშკარიანიც ვერ მოესწრო წლევანდელ 9 მაისს. 2016 წელს მან „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტს ინტერვიუ მისცა და სთხოვა, რომ ყოველთვის გვახსოვდეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა ქვეყანაზე. ომში 20 წლისა წავიდა, ჰქონდა ოცნებები, მიზნები, რომლებიც საერთოდ არ იყო დაკავშირებით ბრძოლებთან და ომთან. 

მარადიული ხსოვნა! – სამამულო ომის ვეტერანები, რომლებმაც წელს დაგვტოვეს...

ფრონტზე პირველი საბრძოლო ნათლობა ვეტერანმა ჟიტომირთან მიიღო. მისი სიტყვებით, ყველაზე მეტად მას დაამახსოვრდა მტერთან პირისპირ შეხვედრა. ეს იყო საშინელი და მტკივნეული. ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებდა და ყველაფერი, რაც ჯარისკაცებს ესმოდათ ბრძოლის ველზე, ეს იყო დაჭრილების ხმა, ტყვიების ზუზუნი, საბრძოლო ტექნიკის ხმა. სწორედ ჟიტომირთან დაიჭრა ორივე ხელში და თითი დაკარგა.

გამოჯანმრთელების შემდეგ კურსკთან იბრძოდა, მისთვის ომი მოსკოვი-ხიმკის დაცვისას დასრულდა, როდესაც მძიმედ დაიჭრა. ამის შემდეგ ის, როგორც ინვალიდი, საქართველოში დააბრუნეს. 

მარადიული ხსოვნა! – სამამულო ომის ვეტერანები, რომლებმაც წელს დაგვტოვეს...

„იბრძოდა ყველა — ახალგაზრდა თუ მოხუცი და გამარჯვების მოპოვება არც თუ მარტივი იყო. მოზარდებიც კი იბრძოდნენ. როდესაც მოსკოვის მისადგომებთან ხელსა და ფეხში დამჭრეს, გვერდით არც ერთი მედდა არ იყო. ბრძოლის ველიდან ოთხმა გოგონამ გამომიყვანა, რომლებმაც დაახლოებით 300 მეტრი ხელით მატარეს“, — გაუზიარა Sputnik-ს თავისი მოგონებები ვეტერანმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ყოველთვის ამბობდა, რომ არასდროს ივიწყებდა ომს, რომელიც მის მეხსიერებასა და ფიქრში ყოველთვის იყო. გამარჯვების დღეს სიხარულზე მეტად მწუხარებას განიცდიდა – იგი იხსენებდა თავის მეგობრებს, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ.
ჯიშკარიანი მოხულებულთა სახლში გარდაიცვალა. 2016 წელს მას გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ვითარებაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმოწერილი სიგელი გადასცეს.

შალვა ბოჟაძე

დავით ჯიშკარიანი მოხუცებულთა სახლში ერთადერთი ომის ვეტერანი არ იყო. იქ ცხოვრობდა კიდევ ერთი ვეტერანი შალვა ბოჟაძე, რომელთანაც იხსენებდა ომის დღეებს და დრო ნარდის თამაშში გაჰყავდა. 

მარადიული ხსოვნა! – სამამულო ომის ვეტერანები, რომლებმაც წელს დაგვტოვეს...

ბოჟაძე ფრონტზე როცა წავიდა მეათე კლასის მოსწავლე, 18 წლის იყო. ბერლინამდე ჩააღწია და მთელი ამ დროის განმავლობაში ომობდა, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც ჰოსპიტალში იწვა.

სამი მძიმე ჭრილობა ფეხის, ყელის არეში, დაკარგა თვალი. მიუხედავად ამისა, ბოჟაზე მაინც ფრონტზე ბრუნდებოდა. ომში იგი მუდმივად იმეორებდა მამის სიტყვებს: “სირთულეები ადამიანს მხოლოდ აძლიერებს“.

ბერლინის აღებისას მძიმე კონტუზია მიიღო, ორი კვირა უგონოდ იმყოფებოდა და როცა თვალი გაახილა, მეგობარმა წითელარმიელებმა შეატყობინეს, რომ ომი დამთავრდა.

ოთხი წელი იბრძოდა, ომის დამთავრების შემდეგ კიდევ ორი წელი წითელ არმიაში მსახურობდა. მისთვის ძალზე ძვირფასი იყო ბერლინის აღებისთვის მიღებული ორდენი. ბოჟაძე მონაწილეობდა რეიხსტაგზე დროშის აღმართვაში, იგი კარგად იცნობდა საბჭოთა კავშირის გმირ მელიტონ ქანთარიას.

მის ოთახში განსაკუთრებული ადგილი ეკავა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმოწერილ სიგელს, რომელიც საზეიმო ვითარებაში გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით  გადასცეს.

შოთა სომხიშვილი

2019 წლის ზამთარში კიდევ ერთი გმირი – შოთა სომხიშვილი გარდაიცვალა. იგი 95 წლის იყო. მის ცხოვრებაში ბოლო 9 მაისის წინ „Sputnik საქართველოს“ გადამღებმა ჯგუფმა მისი მონახულება მოასწრო. მოულოდნელი სტუმრების გამოჩენამ სომხიშვილი ძალიან გაახარა და განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო 9 მაისი იყო. 

მარადიული ხსოვნა! – სამამულო ომის ვეტერანები, რომლებმაც წელს დაგვტოვეს...

ომში მზვერავი იყო, 18 წლის ახალგაზრდა ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. ამბობდა, რომ მაშინ არაფრის ეშინოდა და მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა – სამშობლოს მტრისგან დაცვა.

შოთა სომხიშვილი საქართველოში 1947 წლის მარტში დაბრუნდა, მას სახლში დედა და და ელოდებოდნენ.

სომხიშვილი განათლების მიღებაზე ოცნებოდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩააბარა მეღვინეობისა და მებაღეობის ფაკულტეტზე.

მარადიული დიდება გმირებს!!!