თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლებმა გამარჯვების 75–ე წლისთავი ქართველ ვეტერანს ნიკოლაი ჩუიანოვს საზეიმოდ მიულოცეს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და სანქტ–პეტერბურგის გუბერნატორის ალექსანდრე ბეგლოვის მისალოცი წერილები გადასცეს. ყოველივე საერთაშორისო ჟურნალისტ დანარა კურმანოვასა და სხვა აქტივისტების მონაწილეობით მოხდა, რომლებიც სამამულო ომის მონაწილეებს მუდმივალ ეხმარებიან.
დანარა კურმანოვამ თანამოაზრეებთან ერთად პროექტი „მიულოცე ვეტერანს“ დაიწყო – რამდენადაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ვეტერანები 9 მაისის დღესასწაულს შესაბამისად ვერ აღნიშნავენ და ამის გამო გულისწყვეტა ექნებოდათ. კურმანოვას ვიდეორგოლის შექმნის იდეა გაუჩნდა, რომელშიც ვეტერანებს სხვადასხვა ქვეყნიდან მიულოცავდნენ.
„როდესაც ჩვენ ფილმის დამონტაჟების იდეა გაგვიჩნდა, ადამიანებს ვთხოვე ამ პუბლიკაციის გაზიარება, რათა რაც შეიძლება მეტი ვიდეორგოლი მიგვეღო, რომელთაც როგორც მილოცვას, ისე ჩავსვამდით. მინდოდა, ვეტერანებს სცოდნოდათ, რომ მათ დიდი საქმე გააკეთეს და რომ ისინი ახსოვთ. სწორედ მაშინ, როდესაც პუბლიკაციაში, სადაც ბატონი ნიკოლაისთვის ვიდეორგოლი იყო, პეტერბურგელებს ვთხოვე მონაწილეობის მიღება, რადგანაც იგი ლენინგრადში იბრძოდა და მას ძალზე ესიამოვნებოდა“, – განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ კურმანოვამ.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ეს პოსტი წაიკითხა ეკატერინა კუსაკინამ, რომელიც ადრე რუსეთის ინტერესების სექციაში მუშაობდა. მან ამის შესახებ მოუთხრო სექციის თანამშრომლებს და ისინი, თავის მხრივ, დანარა კურმანოვას დაუკავშირდნენ და პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს.
„გუშინ ბატონ ნიკოლაის საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლებმა მიულოცეს და არამარტო უბრალოდ მიულოცეს, არამედ საჩუქრები და ორი წერილი გადასცეს. ერთი სანქტ–პეტერბურგის გუბერნატორისგან, რადგანაც ჩვენი ბაბუა ლენინგრადს იცავდა. მეორე წერილი კი ვლადიმირ პუტინის იყო“, – მომხდარი ფაქტის შესახებ ემოციური პოსტი დაწერა კურმანოვამ.
მოხალისეები ვეტერანებს დახმარებას ყოველთვიურად უწევენ – მიაქვთ აუცილებელი პროდუქტები, მედიკამენტები. ზამთრის პერიოდში კი მოხალისეები მათ კომუნალურ გადასახადებს უხდიან.
ამ დროისთვის, კურმანოვას ბლოგის წყალობით, დახმარებას იღებენ ვეტერანები საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან. თავიდან შვიდ ვეტერანს ეხმარებოდნენ, ამ მომენტისთვის კი ისინი სამ ვეტერანს უწევენ დახმარებას.