ზალკალიანი: ჯამში ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 19 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს უამრავი მოქალაქე  უცხოეთში საცხოვრებლისა და პირადი მოხმარების ნივთების გარეშე დარჩა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
Sputnik
ზალკალიანი: ჯამში ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 19 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს
„ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მინდა ჩვენი მადლიერება გამოვხატო დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიმართ, რომლის სპეციალისტები მუდმივად იყვნენ ჩვენთან კომუნიკაციაში და კონტაქტზე, მათი ონლაინ სამედიცინო კონსულტაციების პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები პირდაპირ რეჟიმში იღებდნენ ექიმი ინფექციონისტებისა და სხვა სპეციალისტების კონსულტაციებს, იყო მართლაც ძალიან ფასდაუდებელი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს საგარეო უწყება თავის მოქალაეებს ეხმარებოდა თავშესაფრით, საკვებით, შუამდგომლობდა ადგილობრივ უწყებებთან, საემიგრაციო, სავიზო სამსახურებთან, დამსაქმებლებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდათ შეზღუდული შესაძლებლობისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირებს, ფეხმძიმე ქალებს, მცირეწლოვნებს, არასრულწლოვნებს, ხანდაზმულებს 65 წელს ზემოთ, სტიპენდიის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს.

დღევანდელი მონაცემებით, ჯამში ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 19 417 მოქალაქეს.