COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა მასმედიის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესახებ სტატისტიკა გააცნო.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. სამშობლოში საქართველოს 10 000 მოქალაქე დაბრუნდა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

მინისტრმა დღეს მასმედიის წარმომადგენლებს უცხოეთის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილზე დახმარებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების შესახებ სტატისტიკა გააცნო.

„ჩვენი სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. ჩვენი მიდგომა უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დაბრუნების და ადგილზე მათი დახმარების გაწევის საკითხში სამაგალითო შეიძლება აღმოჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საქართველო საერთაშორისო ფორმატებში ამ საკითხზე საკუთარი გამოცდილების გაზიარებას აპირებს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 288, გარდაიცვალა 9 პაციენტი.