COVID-19 - ბოლო ცნობები

„საქართველოს ფოსტამ“ საბერძნეთსა და იტალიაში ამანათების მიწოდება განაახლა

ამანათების მიწოდება ამ ქვეყნებში, სადაც ბევრი ქართველი ემიგრანტია, გარკვეული შეზღუდვებით ხდება – არ შეიძლება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გაგზავნა.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. „საქართველოს ფოსტამ“ განაახლა ამანათების გაგზავნა საბერძნეთსა და იტალიაში, ასევე ამანათების მიღება ამ ქვეყნებიდან. ამის შესახებ ნათქვამია კომანიის განცხადებაში.

საფოსტო კავშირი აღდგენილია იტალიის შემდეგ ქალაქებთან: ბარი, მონტოვა, ბოლონია, მოდენა, რეჯიო კალაბრია და რეჯიო ემილია.

საქართველოს ფოსტა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

თუმცა, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საფოსტო გზავნილებში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. ნებადართულია წამლების გაგზავნა, თუმცა აკრძალულია პირადი დაცვის საშუალებების გაგზავნა, როგორიცაა სამედიცინო ნიღბები, სახის დამცავი ფარები, ხელთათმანები, სამედიცინო ხალათები და სხვ.

„საქართველოს ფოსტა“ იღებს ამანათებს ასევე საბერძნეთში გასაგზავნად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსმა პრაქტიკულად მთელი მსოფლიო მალე მოიცვა. დაცვის მიზნით ქვეყნებმა დაკეტეს საზღვრები და შეწყვიტეს ყველა სახის ურთიერთობები. ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე მეტად იტალია დაზარალდა.