მსოფლიო დღეს

პოლიციამ გადაარჩინა ქალი, რომელიც შვილმა ცოცხლად დამარხა - ვიდეო ადგილიდან

პოლიციას მომხდარის შესახებ ქალის რძალმა შეატყობინა, რომლის თქმითაც, მანამდე მისმა ქმარმა პარალიზებული დედა ურიკაზე დააწვინა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მაშველებმა საფლავიდან ამოიყვანეს ქალი, რომელმაც მიწის ქვეშ სამი დღე-ღამე გაატარა, იუწყება გამოცემა Metro. 

​გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთში მოხდა. 79 წლის ქალი საკუთარმა შვილმა დამარხა ცოცხლად. პოლიციამ მომხდარის შესახებ 5 მაისს შეიტყო ქალის რძლისგან, რომლის თქმითაც, მანამდე მისმა ქმარმა პარალიზებული დედა ურიკაზე დააწვინა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. უკან კი მარტო დაბრუნდა.

ქმარმა ცოლს უთხრა, რომ დედა მისმა ნათესავებმა შეიფარეს დროებით, მაგრამ ქალმა არ დაუჯერა და სამართალდამცველებს მიმართა.

პოლიციამ გაარკვია, რომ კაცმა დედა სასაფლაოზე წაიყვანა, მიტოვებულ საფლავში ჩააგდო და ზემოდან მიწა წააყარა. სამართალდამცველებმა ქალს კვნესის ხმით მიაგნეს და გადაარჩინეს.

მოხუცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მის შვილს პატიმრობა ემუქრება.