COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსით მეათე პაციენტი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 45 წლის ქალია და ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

ლევან რატიანი: რამდენიმე წუთში სამი, დღის ბოლოს კი ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ასაკის ქალია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის პარალელურად ინსულტი განუვითარდა.

ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 446 პაციენტია.