როგორ ჩამოჰყავს საქართველოს საკუთარი მოქალაქეები სხვა ქვეყნებიდან - ფოტო

Sputnik

ქვეყანაში დაბრუნებულებს აეროპორტში ყველა წესის დაცვით ეგებებიან - მედიცინის მუშაკები დამცავი კოსტიუმებით, პოლიციელები რესპირატორებით. ჩამოფრენის შემდეგ ისინი მიჰყავთ ორკვირიან კარანტინში.

ამ მომენტისათვის სახელმწიფოს დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა 9,8 ათასზე მეტი ადამიანი, საზღვარგარეთ დახმარება გაეწია 19,2 ათას თანამემამულეს.

საქართველომ 21 მარტიდან სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით. სრულდება მხოლოდ კომპანია Georgian Airways-ის ავიარეისები, რომლის კოორდინირებასაც საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს.

 

1 / 11
კომპანიის Georgian Airways თვითმფრინავით თბილისში იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან 61 მოქალაქე დაბრუნდა. დღეს სახელმწიფოს დახმარების გარეშე ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, ვინაიდან საზღვრები მთელ მსოფლიოში დაკეტილია კორონავირუსის პანდემიის გამო
2 / 11
აეროპორტში ჩამოსულებს, ყველა წესის დაცვით, ეგებებოდნენ სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ბოლო ორი თბის განმავლობაში თბილისის აეროპორტში მხოლოდ ასეთი სამგზავრო რეისები ხორციელდება
3 / 11
აეროპორტში ჩამოსულებს დახვდათ ავტობუსი, რათა ისინი დროებით სამყოფელში გადაეყვანათ, სადაც 14 დღის განმავლობაში სავალდებულო კარანტინს გაივლიან
4 / 11
სახელმწიფოს დახმარებით სამშობლოში უკვე დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაბრუნდა
5 / 11
საქართველოს 19 ათასზე მეტმა მოქალაქემ, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის დახმარება მიიღო
6 / 11
საქართველომ 21 მარტიდან სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით
7 / 11
ხორციელბდა მხოლოდ ავიაკომპანიის Georgian Airways რეისები უცხოეთში მყოფი ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად, რომელთა კოორდინაციასაც მთავრობა ახდენს
8 / 11
ორკვირიანი კარანტინი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სტანდარტული პროცედურაა, რომლის გავლაც აუცილებელია
9 / 11
ავიარეისების დიდი ნაწილი, რომლებითაც საქართველოში ბრუნდებიან, ევროპის ქვეყნებზე მოდის
10 / 11
ხორციელდება ასევე რეისები, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან აშშ-დან
11 / 11
საქართველოს მთავრობა განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესს