საქართველომ დიდ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. საქართველოს მოსახლეობა ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზეც და მტრის ზურგშიც. ეს არის სიმამაცე, ძალა და ბოროტებაზე გამარჯვების სურვილი, რომლებიც დიდებულ გმირებისადმი მიძღვნილ ძეგლებშია შემონახული.
1 / 19
მარადიული ცეცხლი და უცნობი ჯარისკაცის ძეგლი ვაკის პარკში. ამ ადგილზე ყოველწლიურად აღნიშნავენ გამარჯვებას. აქ ყოველ წელს 9 მაისს მოდიან ვეტერანები, თუმცა მათი რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება
© photo: Sputnik
2 / 19
ყოველ 9 მაისს ადამიანებს სკულპტურასთან მოაქვთ ყვავილები, რომლის ავტორიც გოგი უჩიაურია
© photo: Sputnik
3 / 19
მარადიული ცეცხლი უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან
© photo: Sputnik
4 / 19
9 მაისს ვაკის პარკში ძეგლებთან მიდიან ისინი, ვისაც ახსოვს და აფასებს გმირების სიმამაცეს
© photo: Sputnik
5 / 19
ეს არის დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი თბილისის კუკიას სასაფლაოზე. ამ სასაფლაოზე განისვენებს ათასობით ადამიანი, რომლებიც ფრონტზე მიღებული ჭრილობებით ქვეყნის საავადმყოფოებში გარდაიცვალნენ
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
6 / 19
კუკიას სასაფლაოზე გამარჯვების დღეს მიდიან მეომართათვის პატივის მისაგებად, რომლებიც სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ
© photo: Sputnik / FB / КСОРСГ
7 / 19
„ყველა გვახსოვს, ყველაფერი გვახსოვს“ - კუკიას სასაფლაოს მემორიალთან ყოველ წელს მოდიან ქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა წერტილებიდან, ასევე სხვა სახელმწიფოებიდან
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
8 / 19
მნიშვნელოვნად გაფართოვდა პეტროპავლოვის სასაფლაო დიდი სამამულო ომის წლებში. მაშინ აქ წითელი არმიის რიგებში მებრძოლი გარდაცვლილების დიდი ნაწილი დაკრძალეს
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
9 / 19
ეს კი პრაქტიკულად კინოკადრია - „ჯარისკაცის მამის“ ძეგლი ქალაქ გურჯაანში
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
10 / 19
ფილმის გმირი გიორგი მახარაშვილი, რომელსაც მიეძღვნა ეს ძეგლი, სწორედ ამ ქალაქის მკვიდრი იყო. ჯარისკაცების დაახლოებით 40%, რომლებიც ომიდან არ დაბრუნებულან, მახარაშვილები იყვნენ
© photo: Sputnik / Stringer
11 / 19
კიდევ ერთი მემორიალი სოფელ პატარძეულში მდებარეობს. კახეთი საკმაოდ მდიდარია ომის ძეგლებით
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
12 / 19
ძეგლზე ამოტვიფრულია სიტყვები „მარადიული დიდება გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე დათმეს სამშობლოს გამარჯვებისათვის!“ იოსებ სტალინის ხელმოწერით
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
13 / 19
აქვე ახლოს არქიტექტორი ს. რევიშვილის „გმირთა სავანეა“. მემორიალი 1941-45 წლებში ომში დაღუპულთა თანასოფლელებმა ააგეს
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
14 / 19
დიდი სამამულო ომის გმირების პატივსაცემად ძეგლები აჭარაშიც დგას, სხვადასხვა სოფლებში. შემორჩენილია ობელისკები და მემორიალები ტრასებზეც. ფოტოზე კი ქედის რაიონის სოფელი ცხმორისია
© photo: Sputnik
15 / 19
დიდი სამამულო ომის გმირების ძეგლი ქედის რაიონის სოფელ მახუნცეთში. ამ ახალგაზრდების სახეები, სახელები, დაბადებისა და გარდაცვალების დღეები სოფლის თითოეულმა მკვიდრმა იცის
© photo: Sputnik
16 / 19
ყველა მათგანი სამშობლოს დასაცავად და ფაშიზმთან საბრძოლველად წავიდა. მათ შეძლეს მიზნის მიღწევა
© photo: Sputnik
17 / 19
მემორიალი მდებარეობს აჭარაშიც - ეს ანატოლი კაჭარავას ძეგლია ბათუმში. 1942 წელს საბჭოთა ყინულმჭერლი „ალექსანდრ სიბირიაკოვი“ ანატოლი კაჭარავას მეთაურობით უთანასწორო ბრძოლაში ჩაერთო გერმანიის კრეისერი „ადმირალი შეერის“ წინააღმდეგ
© photo: Sputnik
18 / 19
9 მაისი დიდი დღესასწაულია ბათუმელებისთვისაც. გამარჯვების დღეს ყვავილები და გვირგვინები მიაქვთ გმირების ხეივანზე მდებარე მემორიალთანაც
19 / 19
გმირთა ხეივანი ბათუმში, სადაც განტავსებულია ჟიული შარტავას ძეგლი და სადაც 9 მაისს გმირებს პატივს მიაგებენ
© photo: Sputnik