თბილისი, 7 მაისი — Sputnik. რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ე.წ. გაჩიანის ხიდი დაზიანდა. ამ წუთებში გადაკეტილია ცენტრალური მაგისტრალი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
ვითარება გზებზე: ავტომაგისტრალზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს >>>
ხიდის დაზიანება სატვირთო ავტომობილმა გამოიწვია, რომელსაც ექსკავატორი გადაჰყავდა.
ავტომობილი ხიდქვეშ ვერ გაეტია და ხიდის ნაწილი ჩამოანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.