COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსისგან 275 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ამ დროისათვის კორონავირუსი 615 ადამიანს გამოუვლინდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5002, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 485 პაციენტია. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ქართველმა ექიმებმა კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი განკურნეს, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.  

საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდგინდა

ამჟამად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 275-ს მიაღწია. კორონავირუსი დადასტურებული აქვს 615 ადამიანს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5002, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 485 პაციენტია. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.