თბილისი, 7 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შაბათს, 9 მაისს ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
მზე 05:46 საათზე ამოვა და 20:08 საათზე ჩავა.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 10, დღისით მაქსიმალური კი პლუს 15 გრადუსი იქნება.
ქარი წამში 10–15 მერტით დაუბერავს, დროდადრო კი წამში 20–25 მეტრამდე გაძლიერდება.