მსოფლიო დღეს

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აღინიშნება, რომ სინცზიან–უიგურის რაიონი ჩინეთის ყველაზე დიდი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც 23 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სინცზიან–უიგურის ავტონომიურ რაიონში დღეს 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჩინეთის სეისმოლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით.

აღინიშნება, რომ სინცზიან–უიგურის რაიონი ჩინეთის ყველაზე დიდი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც 23 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 18:51 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 10 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.