მსოფლიო დღეს

ქალაქის თავმა მოსახლეობას COVID-19-ით სიკვდილი აუკრძალა: ბანერი გამოკრულია

მანამდე მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა პრესკონფერენციისას კრიმინალურ ორგანიზაციებს მიმართა თხოვნით, დახმარებოდნენ ქვეყნის მოქალაქეებს.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მექსიკის ქალაქ სოკონუსკოს თავმა როლანდო როსასმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დამატებითი ზომები მიიღო — მან ქალაქის მოსახლეობას COVID-19-ით სიკვდილი აუკრძალა, იუწყება POLÍTICO México.

​შესაბამისი ბანერი განთავსებულია დასახლებული პუნქტის ცენტრში.

„სოკონუსკოს მუნიციპალიტეტის ბრძანების შესაბამისად, მოქალაქეებს მკაცრად ეკრძალებათ კორონავირუსით ინფიცირების შედეგად სიკვდილი“, — წერია ბანერზე.

მანამდე მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა კრიმინალურ ორგანიზაციებს მიმართა თხოვნით, დახმარებოდნენ ქვეყნის მოქალაქეებს. ირკვევა, რომ პრეზიდენტმა ეს განცხადება პრესკონფერენციის დროს გააკეთა.