COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდგინდა

გამოჯანმრთელდა 269 ადამიანი, გარდაიცვალა – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5083, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 505 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

აქედან გამოჯანმრთელდა 269 ადამიანი, გარდაიცვალა – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5083, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 505 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან  სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.