COVID-19 - ბოლო ცნობები

„მშვიდობიანად ჩავიარეთ“ – საქართველოში აღდგომის ღამეს არავინ დაინფიცირდა

მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა, თუ რამდენად სარისკოა კორონავირუსის პანდემიის პირობებში სააღდგომო მასობრივი ლიტურგიის ჩატარება, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი არ თქვა აღდგომის ღამეს ღვთისმსახურების ჩატარებაზე.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოში აღდგომის დღესასწაულებზე კორონავირუსის დადასტურებული ფაქტების მკვეთრი ზრდა არ დაფიქსირებულა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის სიტყვებით, ეკლესიას და მოსახლეობას მთავრობის რეკომენდაციებზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ.

„მთავრობის რეკომენდაციით თავად ეკლესიამ მიიღო ძალზე სწორი და გონიერი პოზიცია და ფაქტობრივად ეს პერიოდი მშვიდად ჩავიარეთ – ჩვენ რელიგიური დღესასწაულების გამო კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების მატება არ გვქონია“, – განაცხადა ცერცვაძემ „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.

მისი სიტყვებით, ყველა ძირითადი კლასტერი გამოვლენილი და ლოკალიზებულია, რაც ეპიდემიოლოგების, ექიმებისა და მთლიანი ვერტიკალის ეფექტურ მოქმედებებზე მეტყველებს. 

ვის არ ურჩევს ეკლესიაში მისვლას ანდრია ჯაღმაიძე

მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა, თუ რამდენად სარისკოა კორონავირუსის პანდემიის პირობებში სააღდგომო მასობრივი ლიტურგიის ჩატარება, ამასთან, დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი არ თქვა აღდგომის ღამეს ღვთისმსახურების ჩატარებაზე. თუმცა, ის ადამიანებიც, ვინც ტაძრებში მივიდა, მაქსიმალურად იცავდნენ დისტანციას და ეზოებში იდგნენ.

ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკეტა სასაფლაოები. შესაბამისად, აღდგომის მეორე დღეს მოქალაქეებმა ახლობლების საფლავებზე გასვლა ვერ შეძლეს.

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 240, პაციენტი, გარდაიცვალა ცხრა.