იტალია მკაცრი საკარანტინო მდგომარეობიდან ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება - ფოტო

Sputnik

ორშაბათიდან იტალიამ კორონავირუსთან თანაცხოვრების პერიოდი დაიწყო: სხვადასხვა სფეროს 4,4 მილიონი თანამშრომელი სამუშაო ადგილს დაუბრუნდა.

პირველად აკრძალვები ორი კვირის წინ შემსუბუქდა, როდესაც გაიხსნა რამდენიმე არასასურსათო მაღაზია. თუმცა მოქალაქეების უმეტესობა, უსაფრთხოების მიზნით, სახლში განაგრძობდა ყოფნას.

4 მაისს იტალიელებს საშუალება მიეცათ, შეხვედროდნენ ნათესავებსა და ახლობლებს, რომლებიც იმავე რეგიონში ცხოვრობენ.

შეზღუდვები დარჩა საეკლესიო რიტუალებზე, დახურული ტიპის კაფეებსა და რესტორნებში წასვლაზე. საკვებისა და სასმელის მიღება მხოლოდ ადგილზე მიტანით ხდება. სპორტული ღონისძიებები და მასობრივი ვარჯიშები დაშვებულია მხოლოდ ღია ცის ქვეშ.

იტალიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ივნისის ბოლოს სრულად გაიხსნება ბარები და რესტორნები, ასევე სილამაზის სალონები. ჯერჯერობით არ არის მიღებული კინოთეატრების, ღამის კლუბებისა და თეატრების, სატრენაჟორო დარბაზებისა და საბავშვო ბაღების გახსნის გადაწყვეტილება, ასევე საფეხბურთო ჩემპიონატის განახლება ან დროზე ადრე დასრულება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. სკოლები და უნივერსიტეტები მხოლოდ მომავალ სასწავლო წელს გაიხსნება.

1 / 10
ორშაბათიდან იტალიამ COVID-19-თან თანაარსებობის პერიოდი დაიწყო
2 / 10
სხვადასხვა სფეროების მილიონობით თანამშრომელი სამუშაო ადგილს დაუბრუნდა, მუშაობა განაახლეს კომპანიებმა და ფაბრიკებმა
3 / 10
ქვეყნის მოქალაქეებს იგივე რეგიონში მცხოვრებ ახლობლებთან და ნათესავებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ
4 / 10
ქალაქში გადაადგილება კვლავ მხოლოდ სამუშაო აუცილებლობის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამოა დაშვებული
5 / 10
თუმცა სირბილი და ვარჯიში უკვე ყველას შეუძლია
6 / 10
გაიხსნა პარკები, ვილები და ბაღები, თუმცა კვლავ დაუშვებელია ხალხმრავლობა
7 / 10
მილანის რკინიგზის სადგურზე დაცვის თანამშრომლები კვლავ დაკვირვებით ამოწმებენ ყველა მგზავრს
8 / 10
ადამიანები მილანის რკინიგზის სადგურზე კარანტინის დასრულების შემდეგ ნიღბებით
9 / 10
მუშაობა განაახლა ბაზრებმაც, ახლა ადამიანებს მშვიდად შეუძლიათ საყიდლებზე წასვლა
10 / 10
ჯერ-ჯერობით არ მიღებულა კინო-თეატრების, ღამის კლუბებისა და თეატრების, სატრენაჟორო დარბაზებისა და საბავშვო ბაღების გახსნის გადაწყვეტილება, ასევე საფეხბურთო ჩემპიონატის განახლება ან დროზე ადრე დასრულება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. სკოლები და უნივერსიტეტები მომავალ სასწავლო წელს გაიხსნება