ტიკარაძე: ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე, გვაქვს ტეხილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში საკმაოდ კარგი დინამიკაა.
Sputnik
ტიკარაძე: ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე, გვაქვს ტეხილი
„ჩვენ არ ვსაუბრობთ თბილისის უბნებზე, პლატოზე და ვაკეზე. თუმცა ეს არის ტერმინი, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ ეპიდსიტუაციის აღწერისთვის. რეალურად, რომ დავაკვირდეთ ჩვენს მონაცემებს, გვაქვს გარკვეული ტეხილი და შეგვიძლია შემოვიტანოთ ახალი ტერმინი ჩვენს ურთიერთობებში. ის ყოველდღიურად მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს აღნიშნავს“, - ამბობს ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, ორი კვირის წინ მნიშვნელოვნად იზრდებოდა დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი, თუმცა, ეს რიცხვი დღესდღეობით იკლებს.