ყვითელი ამბები

„როცა ერთი დღე მაშორებს ჩემს ბიჭთან შეხვედრას, უცებ შემეშინდა...“ - ხატია სიჭინავა

ყოფილი ტელეწამყვანი სამი შვილის დედაა და მეოთხეს ელოდება. ნახეთ, რა გადაწყვეტილება მიიღო და რის გაკეთებას აპირებს ჟურნალისტი.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ერთი დღე აშორებს მშობიარობასთან და ახლა აღმოაჩინა, რომ ეშინია.

მისი თქმით, შიშის მიზეზი ისაა, რომ სამი გოგონას დედობის შემდეგ არ იცის როგორ გაართვას თავი ბიჭის დედობას. „როგორი იქნება ჩვენი შეხვედრა და ვარ თუ არა მზად ვიყო ბიჭის დედა, ნუ ამ კითხვაზე პასუხს თავს მაინც ვერ ავარიდებ“, - წერს ხატია სიჭინავა.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე სამი შვილის მშობლები არიან. ხატიას და რამაზს სამი ქალიშვილი ჰყავთ, რომელთა აღზრდაშიც ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს. ახლა წყვილის ოჯახში სასიამოვნო სიახლეა – ისინი მეოთხე შვილს ელოდებიან. წყვილი ვაჟს ელოდება.

ხატია საკუთარი ორსულობის ამბავს დიდხანს არ ამხელდა, თუმცა ახლა სოციალურ ქსელებში მუცელს აღარ მალავს. ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.