თბილისი, 5 მაისი - Sputnik. თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოებისას მეწყერმა სამი პირი მოიყოლა, ერთი ამოყვანილია, ორს კი ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ საკუთარი ძალებით ერთი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა დანარჩენებს ამ დრომდე ვერ პოულობენ.
შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე სახანძარო-სამაშველო მანქანა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერში მოყოლილი ადამიანები ტრაქტორისტები არიან, რომლებიც გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებდნენ, მათ შორის არის ამავე გზის გაწმენდაზე მომუშავე „თუშეთგზის" დირექტორი.
გზის გაწმენდას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ენერჯი გრუპი“ აწარმოებს.